
უხვმა ნალექმა ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია. ასევე, თოვლის ზვავის შედეგად ჩაიკეტა სოფელ თაგოს გზა, მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ჩაოს გზაზეც. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
უამინდობის შედეგად ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. ზარალს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება.