"თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს" | აქცია გლდანის ციხესთან

გამოქვეყნდა:

ქუჩის პროტესტის 23-ე დღე ქვეყანაში - ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გლდანის ციხესთან აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახლობლებიც.

ისინი რეჟიმის მხრიდან დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის დედა. მისი თქმით, ქვეყნის სიყვარულის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ და ასეთი სახის აქციები მნიშვნელოვანია - "თუნდაც მეც დამიჭირონ, არ მეშინია. ზვიო მე მამხნევებს და მეც ვამხნევებ, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - ამბობს ახალგაზრდა აქტივისტის დედა.

შეგახსენებთ,  "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს, სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლაძეს და აქციის კიდევ 7 მონაწილეს ივანიშვილის რეჟიმის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი