უწყვეტი საპროტესტო აქციების 23-ე დღე. დედაქალაქთან ერთად აქცია-მსვლელობები იმართება რეგიონებშიც. დღეს, ზუგდიდში, მოსახლეობამ საპროტესტო მარში მერიის შენობის წინ დაიწყო და გუბერნიის შენობასთან დაასრულა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრები.
ავტორი: ემა გოგოხია