"ეუთო-ოდირის 2024 წლის ანგარიშში არ წერია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა... რაც ფაქტობრივად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას" | პაპუნა ჯანელიძე ეუთო-ოდირის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის  პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ "ეუთო-ოდირის" დასკვნას და არალეგიტიმური პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხმიანება

"მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა. (თანდართულია ფოტო) კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას," - წერს პაპუნა ჯანელიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი