დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში არაერთი პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 12:00 - უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლების მარში - იუსტიციის სახლი; 12:00 - ამერიკის საელჩოს წინ; 13:00 - გაფიცვა; 14:00 - კახა ბენდუქიძის კამპუსის - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან საქალაქო სასამართლომდე; 14:00 - სოციალური მუშაკების შეკრება - თსუ I კორპუსი; 15:00 - მასწავლებელთა მარში - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან აღმაშენებლის გამზირამდე; 15:00 - ქუთაისელების მარში - გაბრიაძის თეატრიდან საქართველოს პარლამენტამდე; 16:00 - იოგის მოყვარულთა და პროფესიონალთა მარში - დინამოს სტადიონიდან საქართველოს პარლამენტამდე; 16:00 - სვანების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 17:00 - აჭარლების მარში - ევროპის მოედანი; 17:00 - გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 17:00 - მოდის ინდუსტრიის პროტესტი - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - არაგველების მარში - ბუკიას ბაღიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - იმერლების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - რაჭველების მარში - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - ქართლელების მარში - მზიურის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულთა მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - მესხების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - მეგრელების მარში - თსუ-ს I კორპუსი; 19:00 - ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - ISET მარში - მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16; 20:00 - მოცეკვავეების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან