ჰაერის ხარისხის ახალი მონაცემები | რუსთავში ჰაერში მყარი მცირე ნაწილაკების მაჩვენებელი ნორმაზე მეტია

გამოქვეყნდა:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 21 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული რუსთავშია.

რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 52.11 მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი 72.35 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის  116.38 მკგ/მ3.

PM2. 5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება.  PM10-ის  შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი