ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას | Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

გამოქვეყნდა:

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას ეხმიანებიან. 

მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 

"ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.

რა მოხდა?

6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს ნიშნავს:

  • უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.
  • ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
  • საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვას

ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტი-დასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!" - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი