"ისეთივე ღირსებით, როგორიც ქუთაისელები არიან აუცილებლად მივალთ ევროპაში" | თბილისში ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები დედაქალაქში ჩამოდიან და ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტს უერთდებიან. ქუთაისის მოსახლეობა უკვე ჩამოვიდა თბილისში და ამ დროისთვის, რეზო გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება.

ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, პროტესტის 24-ე დღეს, ქუთაისელების მოთხოვნაც უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

"მიხარია, რომ ჩემმა ქუთაისმა გამოიჩინა თავი და ცალკე მარში მოაწყო... ქუთაისი არის, ჩემი აზრით, ერთ ერთი ყველაზე ევროპული ქალაქი საქართველოში და ისეთივე ღირსებით, როგორიც ქუთაისელები არიან და ისეთივე ღირსებით, როგორიც სხვა საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსული ადამიანები არიან, აუცილებლად წავალთ და მივალთ ევროპაში," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი