"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციების 24-ე დღეს, სვანების საპროტესტო მარში მიმდინარეობს. ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიემართებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
მარშის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები - "სვანები თავისუფლებისთვის"; "მაიტა ახალი არჩევნები მეთქი!"; "მწამს უბატონო სვანეთი არც რუსს დაისვამს ბატონად" და სხვა.