"სწრაფი სვლით ევროპისკენ" - თბილისში სხვა კუთხეების წარმომადგენლების მსგავსად საპროტესტო მარშს მართავენ რაჭველებიც. ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
რაჭველები უერთდებიან ორ მთავარ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ისინი არალეგიტიმურ პრემიერსაც მიმართავენ - "კობახიძე გვარი გამეიცვალე!".
ავტორი: დავით კობიძე