კიდევ ერთი კუთხური მარში დაიძრა პარლამენტის შენობისკენ. მეგრელები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ისინი უერთდებიან 23 დღიანი პროტესტის მთავარ მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.