"ტურიზმის განგაში" - ბათუმში ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, ეს ის სფეროებია, რომელზეც მავნებლური პოლიტიკა და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მომენტალურად ახდენს გავლენას, ხოლო ბოლო წლებში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ძალიან დაზარალდნენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები: "ქოცებო თქვენი ჩექაუთის დროა"; "Extra bed-ს არასდროს ერქმევა კოიკა"; "ბათუმი-ქართული ევროპული ქალაქი"; "თქვენი ჯავშანი გაუქმებულია"; "ოღონდ წადით და ხურდაც დაიტოვეთ" და სხვა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე