დღეს, 22 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 25 დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
- 13:00 საათი - გაფიცვა;
- 14:00 საათი - ფრანკოფონების მარში საფრანგეთის საელჩოდან პარლამენტამდე;
- 14:00 საათი - ორბორბლიანების მარში - ძველი სპორტის სასახლე;
- 16:00 საათი - ინგლისური ენის სპეციალისტების მარში - თსუ-ის მე-5 კორპუსიდან პარლამენტამდე;
- 18:00 საათი - კახელებისა და ქიზიყელების მარში - ერეკლე მეორეს მოედნიდან პარლამენტამდე;
- 18:00 საათი - ვეტერანთა მარში - გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე;
- 18:00 საათი - მარში "ანწუხელიძე" - გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე;
- 18:00 საათი - ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეების მარში - განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე;
- 19:00 საათი - ქართველი მემარჯვენე ლიბერალების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედანი;
- 19:00 საათი - აქცია პარლამენტთან;
- 20:00 საათი - ლეჩხუმელების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე;
საღამოს 21 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.