ჭავჭავაძეზე, ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს

გამოქვეყნდა:

ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს. ცეცხლი თავდაპირველად სახურავზე გაჩნდა. რამდენიმესართულიანი შენობის ქვეშ სხვადასხვა კომერციული ფართებია, მათ შორის, რესტორანი.

ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები დაახლოებით 1 საათია ცდილობენ. ამ დროისათვის უცნობია მიზეზი, რამ გამოიწვია აალება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი