ორბორბლიანების მარში | საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები დღის მანძილზე მთელ თბილისს მოივლიან

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე - ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლებმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დღეს მთელი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ქუჩებს მოივლიან და საღამოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. 

"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს წინა აქციების დროს რამხელა მუხტი შეგვქონდა ხოლმე, ორბორბლიანებს, თითოეულ აქციაზე. დღეს გადავწყვიტეთ, რომ რადგან "ხელისუფლების" პირები ვერ თვლიან კარგად ჩვენ თავებს და ჰქონიათ, რომ 200 000 კაციან აქციაზე მაქსიმუმ 3 000 ადამიანი დგას, გადავწყვიტეთ მთელი ქალაქი შემოვიაროთ და კარგად ვანახოთ ყველას, თუ რამხელა მუხტი არის ჩვენში და მთელ ქალაქს გავაგებინოთ, რომ 200 000 ადამიანი მხოლოდ აქ ვართ," - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი