ინგლისური ენის სპეციალისტები ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მარშს მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას შეუერთდებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენ ვაპროტესტებთ ახალგაზრდების უკანონოდ დაკავებას, მოვითხოვთ მათ სასწრაფოდ გამოშვებას და კიდევ ვუერთდებით ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლების მარშს, რომელიც უკვე 25-ე დღეა გრძელდება. ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ჩემი კოლეგები დგანან აქ," - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე