ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ის ადგილზე შეკრებილებს ესაუბრება და მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობას იღებენ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. 

"ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია... ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე - ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. აწი შეგხვდებით. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ, ქართველი ვარ. დიდი, დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00 საათზე", - მიმართა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი