ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მომიტინგეები | პროტესტის ტალღა საქართველოში

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთი თვეა მთელი საქართველო საპროტესტო ტალღამ მოიცვა. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული კურსის გაუქმებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საკუთარ ხალხზე ძალადობასა და ნიღბიანი პოლიციელების მიერ მოწყობილ განუკითხაობას კი ხელახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. 

პროტესტი, რომელიც 25 დღეა უწყვეტად გრძელდება საქართველოს ქალაქებში, სრულიად განსხვავებულია იმ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესებისგან, რაც აქამდე გვინახავს. ეს არის დაბადება სრულიად ახალი სამოქალაქო საზოგადოებისა, დაბადება ახალი საქართველოსი და ამ მოძრაობის მუხტიც, ორგანიზებაც, მოთხოვნებიც და  შესრულებაც მოქალაქეებისგან მოდის. 

ამ დღეების განმავლობაში, რამდენიმე ჩემმა უცხოელმა კოლეგამ მთხოვა, აქციების ორგანიზატორებთან დაკავშირებაში დავხმარებოდი. სანქცირებული გომელაურის უწყებაც ამაოდ ეძებეს ამ ორგანიზატორებს.  ვიღაც შეიძლება მეტად აქტიურია, ვიღაცა შეიძლება პროტესტის ახალ ფორმებს ეძებს, ვიღაც შეიძლება სხვებს ეხმარება ამ პროცესში, და ა.შ.. ეს საზოგადოებრივი მოძრაობის სრულიად ახალი ტალღაა, რომლის წამყვანი ძალა თავად მოქალაქეები არიან, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაკუთრებით მაღალი გრძნობით.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი