"ახლა მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ პირველ რიგში - მე რას გავაკეთებ: მე ვრჩები ერთგული, ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც ერთგულია იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. ვარ და ვიქნები ერთგული იმ ხალხის, რომელიც აქ დგას და არა მხოლოდ ამ ხალხის. არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები"
მიმართა პარლამენტთან, პროევროპულ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.