ზუგდიდში შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, ძველი შენობის სახურავს, სადაც კომპაქტურად დასახლებული დევნილები ცხოვრობდნენ, ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ დიდი რაოდენობით კვამლი ისუნთქეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია უკვე მოხდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი