რუსთაველზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს ოლიგარქის პოლიციამ სიგნალი ჩაახშო | ზურაბიშვილი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ოლიგარქის პოლიციამ სიგნალი ჩაახშო. 

ამ დროისთვის, ვერცერთი ტელევიზია ვერ ახერხებს პირდაპირ ტრანსლირებას. ხოლო პრეზიდენტის მიკროფონი გათიშულია. 

სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს. 

"მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე... ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი იყოს სასახლიდან იქ ჩავწერ სრულ სიტყვას რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა, უშავს შევხვდებით და გელოდებით", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი