"ვერ ვხედავ სხვა გადაწყვეტილებას, გარდა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნისა" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ჩემი დაკვირვებით, ვერ ვხედავ სხვა გადაწყვეტილებას გარდა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნისა. ამის ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლების ლეგიტიმური წყარო. ვნახოთ რას იტყვის პრეზიდენტი... ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, რაც უფრო სწრაფად ცხადი გახდება მისთვის რა გადაწყვეტილებაა სწორი, მით უფრო კარგია მისთვის და რა თქმა უნდა ქვეყნისთვისაც. გატაცებების სერიები როგორც წესი ხელისუფლებისთვის არასდროს არ მთავრდება კარგად, მაგრამ მთავარი რასაც გვართმევენ, ეს არის ევროპის მოტაცება - ამ ქვეყნიდან მიაქვთ ევროპული პერსპექტივა, ეს ერთხელ სსრკ-მ გააკეთა, მეორედ სსრკ-ის გავლენა ამ ქვეყანაში ვერ აღდგება".

განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი