სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე თანხამ ამ დროისთვის, ნახევარ მილიონს გადააჭარბა | მოქალაქეების დახმარება გრძელდება

გამოქვეყნდა:

სოლიდარობის ფონდი სულ რამდენიმე დღის წინ ნიკა გილაურის ინიციატივით დაარსდა. მისივე საბაზისო 100 000-ლარიანი შეწირულობის შემდეგ კი ფონდს პირველი ბიზნესი შეუერთდა.

თავისუფალი ხალხის ორბორბლიანი ტრანსპორტის დილერმა ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა. სკუტ სკუტი 8 წელია ყოველდღიური გადაადგილების საშუალებები, სკუტერები, მოტოციკლები შემოაქვს ასევე მათი აქსესუარებ, რომელიც მეორე წელია წინააღმდეგობის აქსესუარებადაც იქცა და პროტესტის არაერთი მონაწილე თავის ტრავმას გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სოლიდარობის მოძრაობაში მონაწილეობა ყველას ანონიმმურადაც შეუძლია, მათ საჯაროობა აირჩიეს.

სოლიდარობის ფონდი "პროსფერითი ჯორჯია" ითვალისწინებს საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციას, მათი ოჯახების დახმარებას, სასამართლოების მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას და კომპენსაციებს საჯარო სამსახურიდან საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო გათავისუფლებულებისთვის.

ფონდის დახმარება გაეწია 45 მოქალაქეს, რომლებსაც სჯერათ, რომ ქართული ბიზნესის აქტიურობა, აძლიერებს როგორც საერთო მოძრაობას, ისე მათ ბიზნესებსაც მომავალში. თანხამ სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის, ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. შეწირულობის მიღება გრძელდება და ის შესაძლებელია როგორც საჯაროდ, ისე ანონიმურადაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი