სოლიდარობის, თანადგომისა და ერთმანეთის გატანისა და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითები, რომელშიც ყველა თაობის, პროფესიისა თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელია გაერთიანებული. მათ შორის ბიზნესიც, რომელმაც ხმამაღლა თქვა სათქმელი და შეუერთდა ხალხის მოთხოვნას.
იმ მცირე მეწარმეებზე გვინდაა მოგიყვეთ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან და კახი კალაძის საშობაო ბაზრობას უარი სწორედ პოლიტიკური მიზეზის გამო უთხრეს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უკვე 25-ე დღეა მთავარ გამზირზე უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ უსამართლობას. იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად თბილისის მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებს გაემიჯნენ, ახალი პლატფორმა შეიქმნა, სახელიც სიმბოლურია - "მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის". სამ დღეში შექმნილ საიტზე 100 მცირე ბიზნესი მაშინვე დარეგისტრირდა, დღეს კი 500-ზე მეტ მეწარმეს აერთიანებს.
მეტი ნახეთ გურანდა ავალიანის სიუჟეტში.