შვილების ევროპული მომავლის დასაცავად, განათლების სამინისტროსთან ვალდორფის სკოლის მოსწავლეების მშობლები შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანმრთელობის უფლება წაგვართვეს, ახლა ხარისხიანი განათლების უფლებასაც საფრთხე ემუქრება" - ამბობენ აქციის მონაწილე მშობლები და უერთდებიან საერთო მოთხოვნებს - რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას.
დღეს, პროტესტის 26-ე დღეს, თბილისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარშები ისევ გაიმართება. საღამოს 19 საათიდან კი აქცია პარლამენტის განახლდება.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი