"არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ"... | "ოცნების" მოლარე-ბიზნესმენის, ნოშიკო ნამორაძის რუსული პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მოლარე-ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრამდე "ოცნების" რუსული პროპაგანდისტული მესიჯები გაიმეორა.

"სიწყნარეა, სიმშვიდეა 12 წელია. ბიზნესს საშუალება მიეცა ამოსუნთქვის, ქუჩაში არ ხვრეტენ ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს" - ამტკიცებს ნამორაძე. შეკითხვაზე, რომ ქუჩებში ახალგაზრდებზე საპოლიციო ძალები ძალადობენ, ნამორაძე ისევ ოლიგარქის პროპაგანდით პასუხობს და "ძალადობას გმობს" - "საზარბაზნე ხორცად იყენებენ".

"ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად... არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა." ამბობს ნამორაძე.

ნამორაძე ამბობს, რომ სანქციებისთვისაც მზადაა, " დიდი სიამოვნებით მიიღებს და გადაიტანს". 

თვითგამოცხადებული პრემიერი კობახიძე კანცელარიაში ბიზნესმენებს ხვდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი