რომელი ქალაქი რამდენს ხარჯავს საახალწლო განათებებისთვის | ტენდერებში ძირითადად 1 კომპანია მონაწილეობს და უმრავლეს შემთხვევაში ერთი და იგივე კომპანია იგებს

გამოქვეყნდა:

2025 წლის შესახვედრად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან მილიონობით ლარი იხარჯება. გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად 1 ან მაქსიმუმ 3 პრეტენდენტი იღებს მონაწილეობას.

რომელი ქალაქი რამდენს ხარჯავს საახალწლო განათებებისთვის (ნოემბერსა და დეკემბერში გამოცხადებული და ჩატარებული ტენდერების მონაცემები)

  • ბათუმი

ქალაქ ბათუმში, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების (თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა 1799850 ლარი  - ხელშეკრულება დადებულია კომპანია "აჭარგანათებასთან". დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძე. 100% მფლობელი ზოია დოლიძე.

  • რუსთავი

რუსთავში საშობაო დეკორაციების (ფარდები და ბადეები) შესყიდვა. 28600 ლარი  ხელშეკრულება დადებულია. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

რუსთავში სტრინგების, ხელოვნური წიწვების, ნაძვის ხის გალვანიზირებული ბურთების და "ჯონჯოლების" შესყიდვა. 11 400 ლარი. ხელშეკრულება შესრულებულია. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

ქალაქ რუსთავის მთავარი საშობაო ნაძვის ხის სანათი დეკორაციების შესყიდვა 60000 ლარი. ხელშეკრულება დადებულია კომპანია "ღამის შოუს სტუდია". დირექტორი და 92%-ის მფლობელი ივანე ჭელიძე. 8% მიხეილ გაჩეჩილაძე.

ასევე რუსთავში გარე განათების ბოძებზე საშობაო ვარსკვლავების დამონტაჟებისა და საშობაო ფიგურების რესტავრაციისთვის.  111 100 ლარი. ხელშეკრულება დადებულია კომპანია შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100%-ის მფლობელი ზურაბ მეგრელიძე.

  • მარნეული

ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის განახლება-აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვა. 140 000 ლარი -  ხელშეკრულება დადებულია შპს "ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი" - დირექტორი მამუკა აზარაშვილი, 50-50% მფლობელი მამუკა აზარაშვილი და გივი ასანიძე.

  • ქუთაისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების სახელმწიფო შესყიდვა. 71 550 ლარი. ხელშეკრულება დადებულია კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ფოთი

ქალაქ ფოთის საახალწლო გაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა. 197 000 ლარი. ხელშეკრულება დადებულია. კომპანია "მაიჯიპიეს". დირექტორი და 100%-ის მფლობელი მიხეილ ჩაკაბერია. შემსყიდველი ამ შემთხვევაში ფოთის მუნიციპალიტეტია

ქალაქ ფოთის საახალწლო გაფორმებისთვის ინვენტარის შეძენა 199 800 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება კომპანია "მაიჯიპიეს". შემსყიდველი ამ შემთხვევაში ფოთის ცენტრალური პარკი.

საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შესყიდვა. 61 360 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. შემსყიდველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი. შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100% მფლობელი ზურაბ მეგრელიძე.

საშობაო ნაძვის ხის ნათურები. 78 000. მიმდინარე ხელშეკრულება. ი/მ ლაშა კვარაცხელია. შემსყიდველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.

  • თბილისი

თბილისში მანათობელი ფიგურა "შობის ყვავილის" სახელმწიფო შესყიდვა. შემსყიდველი თბილსერვის ჯგუფი. 149999 ლარი. ხელშეკრულება დადებულია. შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100%-ის მფლობელი ზურაბ მეგრელიძე. აღნიშნული ფიგურები უკვე განთავსებულია პარლამენტის მიმდებარედ.

  • ზესტაფონი

2025 წლის შესახვედრად საშობაო ნაძვის ხის ნათურების, გარე გასანათებელი მოწყობილობების და საშობაო დეკორაციების შესყიდვა. 100 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • სამტრედია

საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვა.  85 985 ლარი. შესრულებული ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • გორი

ქ. გორის საახალწლო მორთულობისთვის გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა.  199 980 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ჭიათურა

საახალწლო გაფორმებისათვის გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვა. 49 850 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. ინდივიდუალური მეწარმე იოსებ ღუღუნიშვილი.

  • ლაგოდეხი

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა. 158400 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე

  • ჩხოროწყუ

საახალწლო ქალაქ გაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა. 16 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ცაგერი

საახალწლო განათებებისთვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვა 21 845 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. შპს "ჯეო სტრიმი". დირექტორი და 100%-ის მფლობელი ქეთევან გოთუა.

  • ახალქალაქი

საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა;ქალაქი ახალქალაქისთვის 2025 წ. საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების სახელმწიფო შესყიდვა (ტრანსპორტირების ჩათვლით); არსებული 10 მეტრიანი ნაძვის ხის დიზაინით მორთვა. 72 250 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. ინდივიდუალური მეწარმე სირაკან ზაქარიან

  • საგარეჯო

ქ. საგარეჯოს საახალწლო გაფორმებისათვის გასანათებელი მოწყობილობების, დეკორაციებისა და აქსესუარების შესყიდვა.(თამდევი მონტაჟი/დემონტაჟით) 299 253 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • სენაკი

"სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრისათვის" გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების/საშობაო ნაძვის ხის ნათურების/შესყიდვა. 39 731 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. შპს "ჯეო სტრიმი". დირექტორი და 100%-ის მფლობელი ქეთევან გოთუა.

  • დმანისი

საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების სახელმწიფო შესყიდვა. 35 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • წალენჯიხა

საახალწლო განათებების შესყიდვა. 39 320 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • თერჯოლა

თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის საჭიროებისათვის გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრო ნათურების შესყიდვა, საახალწლო განათება. 30 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება.  კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ზუგდიდი

საახალწლო განათებები, ნაძვის ხის დეკორაციები და აქსესუარები. 107 270 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. შპს "ჯეო სტრიმი". დირექტორი და 100%-ის მფლობელი ქეთევან გოთუა.

  • ქედა

ქედის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვა. 69 050 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება, კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ხობი

ხობში საახალწლო გაფორმებისთვის ინვენტარის შეძენა და განათებების მოწყობა.280 000 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. კომპანია "მაიჯიპიეს". დირექტორი და 100%-ის მფლობელი მიხეილ ჩაკაბერია.

  • ყვარელი

ქ.ყვარლის საახალწლო განათებების, დეკორაციების, აქსესუარების შესყიდვა(არსებულის და ახლის მონტაჟი/დემონტაჟით). 230 196 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე

  • წალკა

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა. 31 650 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • დედოფლისწყარო

საახალწლო განათებების შესყიდვა, 26 388 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საახალწლო განათების შესყიდვის უზრუნველყოფა. 41 410 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • ნინოწმინდა

ნინოწმინდის საახალწლო გაფორმებისათვის გასანათებელი მოწყობილობები, დეკორაციები და აქსესუარები. 26 300 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება. ინდივიდუალური მეწარმე სირაკან ზაქარიან.

  • თერჯოლა

საახალწლო განათება. 20 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება.  კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძეა.

  • ბაღდათი

ქალაქ ბაღდათის ცენტრალური ქუჩების საახალწლო განათებების და მოწყობილობების შესყიდვა. – 19 000 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომხადება.  EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • ხონი

საახალწლო განათებების შესყიდვა. 31 000 ლარი. მიმდინარე ხელშეკრულება . EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

საახალწლო განათებების შესყიდვა. შერჩევა-შეფასება. 4 850 ლარი.  პრეტენდენტი შპს "აგროინვესტი". დირექტორი და 100%-ის მფლობელი შოთა ბერიძე.

  • ოზურგეთი

ქალაქ ოზურგეთის საახალწლო მორთვის უზრუნველსაყოფად ინვენტარის შესყიდვა თანმდევი მომსახურებით. 324 000 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100%-ის მფლობელი ზურაბ მეგრელიძე.

ნაძვის ხის განათება. 7000 ლარი. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • გურჯაანი

საახალწლო გარე განათების აქსესუარების შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით მონტაჟი-დემონტაჟი). მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება.  3 პრეტენდენტიდან 2-ს დისკვალიფიკაცია მისცეს და დარჩა მხოლოდ შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100%-ის მფლობელი ზურაბ მეგრელიძე.

  • ბოლნისი

საახალწლო განათების აქსესუარების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (მიწოდება/მონტაჟი/დემონტაჟი) . მიმდინარე ხელშეკრულება 40 653 ლარი. კომპანია "ელვაკომი". დირექტორი და 100%-ის მფლობელი კახა ზურაბიშვილი.

  • საჩხერე

საახალწლო ნათურების (თანმდევი მომსახურებით მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 92 895 ლარი. შპს "პანდა 1987". დირექტორი და 100%-ის მფლობელი გოჩა აბრამიშვილი.

  • ადიგენი

საახალწლო გაფორმებისათვის გასანათებელი მოწყობილობების, დეკორაციებისა და აქსესუარების შესყიდვა.  მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება 15 000 ლარი. EL-GROUP დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზაალ სებისკვერაძე.

  • მარტვილი

საახალწლო განათებების სახელმწიფო შესყიდვა. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 11 350 ლარი. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძეა.

  • სიღნაღი

ქ. სიღნაღში საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა.მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 123 500 ლარი.  შპს "ალკაჯეო". დირექტორი ლაშა კვარაცხელია, 100%-ის მფლობელი ზურაბ მეგრელიძე.

  • ლანჩხუთი

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა. შერჩევა/შეფასება. 43 900 ლარი. პრეტენდენტი ინდივიდუალური მეწარმე ირაკლი პარკაძე.

  • მცხეთა

მცხეთაში საახალწლო განათების, დეკორაციების სახელმწიფო შესყიდვა. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 393 031 ლარი. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.

  • ხაშური

არსებული საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟის და 2025 წლისათვის საახალწლო აქსესუარების შესყიდვა-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვა. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 50 449 ლარი. კომპანია "დანდი" - დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძე.
 

  • ტყიბული

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა. გამოცხადებულია ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 97 500 ლარი.


ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი