"არ უნდა გაგრძელდეს ესე, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ" | ლაშა პაპაშვილი არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმურ პრემიერთან, ბიზნესმენების შეხვედრა, რომელიც თითქმის 5 საათი მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეთანხმდნენ თუ არა რამეზე, უცნობია. ბიზნესმენები ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან:

"არ უნდა გაგრძელდეს ესე, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე. იმიტომ, რომ უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებით- ეს იქნება ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, ძალიან ვარდნაა და უნდა გამოვიდე ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ყველას გაინტერესებთ ერთ ან მეორე მხარის სასარგებლო რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ ვერაფრით. ჩვენი უწმინდესი, ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს." თქვა ლაშა პაპაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი