TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, თუმცა რაზე იმსჯელეს და რა გადაწყვიტეს, გაურკვეველია.
თეა ზაქარაძე, რომელმაც შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, რომ "თუ გამოსავალი ახალი არჩევნებია - უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი" - შეხვედრიდან გამოსულმა თქვა, რომ მას "ახალ არჩევნებზე არ უსაუბრია"
"განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ყველა ი პრობლემა რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ და იყო გაცემული ძალიან კონკრეტული პასუხები პრემიერის მხრიდან. არა, მე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე შესვლისას, მე თქვენ გითხარით , რომ აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს....ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ოღონდ მართლა..." აღნიშნა ზაქარაძემ.