"თუ 29 დეკემბრამდე კომპრომისი არ იქნა მიღწეული, მეორე ვარიანტი არის არჩევნებამდე მისვლა რეჟიმის ჩამოშლით" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"29-მდე თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული დიალოგი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ არ გვინდა ეს ქვეყანა ჩაეფლოს უარესს კრიზისში და სადაც ყველანი დავკარგავთ იმას, რაც მივაღწიეთ წლების მანძილზე, მეორე ვარიანტია - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად საზოგადოების ახალი სეგმენტები, ახალი ჩინოსნები და ახალი ბიზნესმენები უერთდებიან პროტესტს...

თუ ძალიან მალე არ მივიღე მე პასუხი, მეორე ეტაპისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ. მზად ვარ და ვიქნები, რომ აქაც ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელს და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. ყოველდღე ვარ მათთან კავშირში და ძალიან კარგად ხედავენ თუ რა ხდება და თუ რამდენად საჭიროა, რომ ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მედიატორი ყველანაირი შემდეგი ეტაპების.

რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ის ალტერნატივა, დიალოგი, კომპრომისი, დათმობა, ყველაფერი არ იქნება, როგორც "ოცნება" თვლის, საჭიროა დათმობა და აღიარება რაღაცების, თუ არა, ესაა რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავის ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავის ხელი არაა, არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში და დროზე ვერ მოხვედით გონს".

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი