"იქ სადაც ვიმყოფებით დღეს, რჩება ორი გამოსავალი, ერთი არის მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ცხადია ნდობას ამომრჩევლების, იმიტომ რომ სხვანაირად, ცხადია, აზრი არ ექნება. მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები შეთანხმებულ ვადაში, და სწორედ შეთანხმებულ პირობებზე, რომელიც არის აუცილებელი, რომ ნდობა აღდგეს. ეს არის ის, რისთვისაც მე გუშინ...
მაგრამ ვერ გაიგეთ ეს, იმიტომ რომ ძალიან არ მოსწონთ როცა მე ვსაუბრობ კომპრომისზე დიალოგზე, ვითომც ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარე არის ყოველთვის მშვიდობის მტრედი, დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან, რომელიც თავისთავად ცხადია არ არის აკრძალული და შეიძლება კარგიც იყოს. ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან ვინც, იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში, და ვინც აკვირდებოდა და იცის ზუსტად რა და როგორ იყო დარღვეული, რომ ეს გამოსწორდეს.
მეორე მხარეს ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული რამდენი წარმომადგენელიც უნდა მისი პარტიის, რასაც ისურვებს. პრინციპში მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის რაცაა გასაღები ნამდვილად მშვიდობის. მაშინ შევხვდეთ, რაღას გადავდოთ, ამ კვირაში, 29-მდე, მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი"
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში.