აქციის 30-ზე მეტი მონაწილე სისხლის სამართლის წესით არის დაპატიმრებული | ოლიგარქის სასამართლო დაკავებულების წინააღმდეგ აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიებას იყენებს

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია.

დაკავებუთა შორის ასევე, ექიმები, ჟურნალისტები, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან. ყველას მიმართ სასამართლომ აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა.

ალეკო ელისაშვილი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი, მოგვიანებით პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. პრო-ევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება, მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ ძალოვანი უწყების არცერთი მოძალადე, მწამებელი და ქურდი თანამშრომელი არ არის დაკავებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები კი, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს არაერთ დარღვევაზე საუბრობენ.

უფრო მეტი ნახეთ ნინო მაჩაბელის სიუჟეტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი