"მაუწყებლის" ცნობით, კომპანია "შპს საქნახშირმა" სავარაუდოდ, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამავე ინფორმაციით, მეშახტეებისთვის უცნობია გათავისუფლების მიზეზი, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების თანახმად, თავად მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკური პოზიციებს უკავშირებენ.
"დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გათავისუფლება შახტიდან, იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი დაშინება, იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში", - წერს ტყიბულელი მეშახტე გიორგი აბულაძე.
ფოტო:reginfo.ge