ტყიბულში მეშახტეები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეშახტეების თქმით, მათ რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური პოზიციის გამო, გუშინ კი დაიბარეს და აცნობეს, რომ ახალი წლიდან სამსახურები აღარ ექნებათ.
"დაიწყო რეპრესიები, გავიღვიძეთ შუა ბოლშევიზმში. გვყავს ადგილობრივი მოღალატეები, მათ შორის გია ბაბუხადია, რომელიც უშუალოდ აშანტაჟებს მეშახტეებს, თავისუფლებს სამსახურიდან და ეს პიროვნება ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებს, მონურ მორჩილებაშია რუსთან...ეს ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარეა. ბევრი პოსტ მქონდა დაწერილი, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ ცივილიზაციისკენ. რამდენიმეჯერ დამიბარეს კაბინეტში , მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებეო, თორემ მ პირადად ვიძიებ შენზე შურსო" - ამბობს სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
"არჩევნებამდე ვიყავი "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება- შენ თავს თუ არ უფრთხილდები ძმას და რძალს გაუფრთხილდიო, ამავე კომპანიაში იყვნენ დასაქმებული და ეს მუქარა შეასრულეს სამივეზე, ოჯახის წევრებზე" - ამბობს გიორგი აბულაძე.
"საქნახშირის" პრესსამსახურში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, გათავისუფლებულებთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ მათ გადამზადებას სთავაზობენ
"შპს საქნახშირმა" სამსახურიდან100-ზე მეტი მეშახტე გაათავისუფლა.