"30 ნოემბერს, აქციაზე ახალგაზრდა გოგოს შსს-ს ნიღბიანი კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ ფიზიკურად რამდენიმე ეტაპად:
1)დარბევის დროს ერთ-ერთმა კრიმინალმა პოლიციელმა ხელი კრა და დააგდო ძირს.
2) როდესაც ძირს დავარდა, მივარდა ნიღბიანი პოლიციელი და ფეხში ჩაარტყა, ამის შემდეგ გაისმა ყვირილი: "გოგოა, თავი დაანებეთ".
ამ ყვირილში და ქაოსში მოასწრო გაქცევა, მაგრამ მაინც არ შეეშვნენ - ნიღბიანი კრიმინალები მას და სხვა მოქალაქეებს სდიეს მეტრომდე - მეტროში როცა წაიქცა გაუსაძლისი ტკივილის გამო, პატრულის თანამშრომლები მივიდნენ და მას სთხოვდნენ, რომ გასაუბრების ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო...
ხვალ 11:00 საათზე დაბარებულია გამოკითხვაზე... სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ აპირებს გამოძიობანას თამაშს!! დღემდე 1 კრიმინალი - ზონდერიც არ არის დასჯილი".
წერს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე Facebook-ზე.