"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დღეს ისნის რაიონში, აბულის ქ.N8-თან კომპანია აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში: ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის,განთიადის ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.
ასევე, 23:00 საათიდან 26 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში: მეტეხის აღმართს და ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩას.
გარდა ამისა, GWP ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქ. N5-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 23:30 საათიდან 26 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
შატბერაშვილის, მცხეთის (გარდა მე-8-ე კორპუსისა), ქობულეთის ქუჩას ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით, შროშის, ი. ქუთათელაძის, კ.კეკელიძის N13-25 (კენტებს) N14, N16 და ჯანაშვილის ქუჩებს.