ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში | "ოცნების" დეპუტატებს ოპოზიციამ სირცხვილის კორიდორი მოუწყო

გამოქვეყნდა:

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ხელფასების გაზრდაზე უნდა ემსჯელათ.

სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციამ ადგილზე იმ მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების ფოტოები მიიტანა, რომლებიც "ქართული ოცნების" რეჟიმის ძალადობის შედეგად დაშავდნენ. მათ "ოცნების" დეპუტატებს სირცხვილის კორიდორიც მოუწყვეს.

მოგვიანებით, ოპოზიციონერ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს სურდა მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის დაშავებული მოქალაქეების ფოტოები ეჩვენებინა, ამან "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ფიზიკურად შეეხნენ მათ და "რუსთავი 2"-ის ოპერატორებს. ადგილზე ოლიგარქის პოლიციაა მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი