დაპირისპირება "ოცნების" ზონდერებს შორის | "ასპრია ფიტნესში" ამბობენ, რომ კამერები არ მუშაობს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ოცნების მიერ მართულ  ზონდერებს შორის გრძელდება. ფიტნეს დარბაზ "ასპრიაში" წუხელ ღამით ნიღბიანი პირები შეცვივდნენ - 100-მდე ნიღბიანი , რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრს - გიორგი უბილავას  ეძებდა და მისი მისამართით იმუქრებოდა. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხარებას დაჯგუფებამ უბილავას ვერ მიაგნო, სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლეს, სადაც უბილავასა და მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს და ის ადგილიც დატოვეს.

 უბილავას სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, უბილავა სწორედ ხარებასთან დაპირისპირების გამო, გარკვეული პერიოდი ქვეყნიდანაც იყო წასული, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს შინჯიკაშვილ-ხარებას მოძალადე შავფორმიანები ერთად არბევდნენ და აწამებდნენ.


გასულ ღამეს  მომხდარზე არ საუბრობენ ფიტნეს დარბაზში და ამტკიცებენ რომ შენობაში კამერები არ მუშაობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი