აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ და დაპირებულ პრემიასა და მე-13 ხელფასს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თანამშრომელთა გაფიცვაა აგარის შაქრის ქარხანაში - დასაქმებულებმა მუშაობის გაგრძელებაზე დღეს უარი თქვეს და ქარხანასთან შეიკრიბნენ. ისინი  მე-13 ხელფასს და დაპირებულ პრემიას ითხოვენ. მათი თქმით, ხელფასი დაბალია  და მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება 20 პროცენტიან მატებასა და პრემიის გაცემაზე. გაფიცული თანამშრომლები  ამბობენ, რომ თუ ქარხანა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ისინი დღესვე გააგრძელებენ მუშაობას.  გაფიცულ თანამშრომლებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შეხვდა.  ქარხანაში 450 ადამიანია დასაქმებული და მათ  წელიწადში შვიდი თვე უწევთ მუშაობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი