"ქუთაისის ფსიქიატრიულში ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე" | ომბუდსმენის აპარატი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა და მისმა მოადგილემ, ირინე ჩიხლაძემ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნენ.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.

"ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი