ხაშურში, საახალწლო ბაზრობაზე სამოქალაქო აქტივისტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მას ადგილზე მიტანილი ჰქონდა საპროტესტო აქციების დროს სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები.
"იმიტომ [მოვიტანე ნაცემი ადამიანების ფოტოები], რომ ხალხს დავანახო, რომ რეჟიმი რომელიც მათ სანახაობით და პურით ართობს, ის რეჟიმი ამას ატარებს პარალელურად, ამას აკეთებს პარალელურად თბილისის ქუჩებში. ადამიანების, რომლებიც სამშობლოს სიყვარულში არიან და ებრძვიან ძალადობრივ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. კარგად დაინახეთ რას უკეთებს რეჟიმი ამ ადამიანებს," - აცხადებს აქტივისტი.