"ჩემთვის ლაშა ლომკაცია ... მეც მინდა რომ მყავდეს, მაგრამ არ მყავს" | გუჯეჯიანი ბექაურის ლომის ბოკვერზე

გამოქვეყნდა:

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი პრობლემას ვერ ხედავს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ქალაქში ლომის ბოკვერით გადაადგილდება:

"ადამიანს რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერო რომ ჰყავდეს დიდი ამბავი. ლოგიკურია, რომ შეიძლება მისცეს, არ ვიცი. საიდან მოიყვანა მე არ ვიცი. ჩემთვის ლაშა ლომკაცია და [...] რა უნდა დავმალო ლომის ბოკვერი, მეც მინდა რომ მყავდეს. არ მყავს, მაგრამ მინდა რომ მყავდეს, დანაშაულია? " ამბობს გიჯეჯიანი "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.

გუჯეჯიანი დარწმუნებულია რომ ბოკვერი საბოლოოდ იქ იქნება, ასადაც მისი ადგილია.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე კი ამბობს, რომ ბოკვერი თბილისის ზოოპარკს არ ეკუთვნის და  ის საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო, რადგან გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა და  მანქანით სეირნობა დაუშვებელია.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი