გორში, ვერხვების დასახლების მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.
მათი თქმით, უკვე სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
მოსახლეობა ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით მათთან მხოლოდ სამართალდამცველები მივიდნენ, რომლებმაც გზა გაახსნევინეს.