გორში, ვერხვების დასახლებაში მოსახლეობამ გასულ ღამეს გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა სუხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ შეზღუდეს, რაც წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე თუ როდის აღუდგებათ წყლის მიწოდება.
მოსახლეობის თქმით, წლებია, დასახლებაში ასობით ოჯახს წლის მიწოდება დღეების განმავლობაში უწყდება, პრობლემის მოგვარებას კი მათი თქმით, არავინ არ ჩქარობს. ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც მივიდა, რომელმაც ხალხის კითხვებზე საიმედო პასუხის გაცემა ვერ შეძლო.