საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე "ქალთა მარშის" მონაწილეს ქართული ოცნების "ტიტუშკები" დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ონიანი.
ინციდენტის დროს შორიახლოს იყვნენ სამართალდამცველები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რეაგირება კი არც ერთ მათგანს არ მოუხდენია, მეტიც მერიის თანამშრომლებმა კი აქციის მონაწილეებს აქეთ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
თავდასხმა გასულ საღამოს მოხდა.
ავტორი: დავით კობიძე