დაპირისპირება პროფკავშირებში - ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც.
დაპირისპირება კი სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. შენობაში არ შეუშვეს "ლაბორის" წარმომადგენლები, რომლის იურისტიც "ევოლუშენ ჯორჯიადან" გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს. ისინი პროფკავშირების გამგეობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. "ლაბორის" წარმომადგენლების თქმით, პროფკავშირები მიტაცებული აქვს კონკრეტულ დაჯგუფებას და ის დასაქმებულების ინტერესებს არ ითვალისწინებს. "ლაბორის" წარმომადგენლების თქმით, ირაკლი პეტრიაშვილმა მათ დღეს ზონდერები დაახვედრა.