ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობამ ბოლო 8 წელში 341 900 ტონით მოიმატა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 774 700 ტონა იყო, 2023 წელს კი 1 116 600 ტონა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. ზრდა 44%-ია.
წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია
უწყების მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად , თითქმის 100 კგ-ით გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობაც. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 207.8 კგ იყო. 2023 წელს კი 302.2 კგ.
წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია
საქსტატის ინფორმაციით, მონაცემების წყარო შპს თბილსერვის ჯგუფი, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს სანდასუფთავება, ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება, შპს ქედის კომუნალურსერვისი, ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალური სერვისია.