გაფიცვა აგარის შაქრის ქარხანაში | მიზერულ ანაზღაურებაზე მომუშავე ხალხს ადმინისტრაცია თითო ტომარა შაქარს სთავაზობს

გამოქვეყნდა:

აგარის შაქრის ქარხანა პარალიზებულია - მიზეზი თანამშრომელთა პროტესტია, რომლებიც მეორე დღეა გაფიცულები არიან.  ირკვევა, რომ 450 ადამიანს მძიმე სამუშაო პირობებში და მიზერულ ანაზღაურებაზე უწევს მუშაობა.  ქარხნის ადმინისტრაცია კი მათ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, თითო ტომარა შაქარს სთავაზობს.  

გაფიცულების თქმით, ისინი წელიწადში 6-7თვე მუშაობენ,  დანარჩენი თვეების საკომპენსაციოდ კი წლის ბოლს დამატებით ერთი თვის ხელფასს იღებდნენ, რაზეც ახლა დირექციამ უარი უთხრათ. 

აქციაზე დგანან ის ადამიანები, რომლებიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ქარხანაში მუშაობენ.  ქარხანაში კი საშუალო ხელფასი 350 -დან 700  ლარამდე მერყეობს.  შუამდგომლობის მიზნით, დღეს ქარხნის ადმინისტრაციას ქარელის მერის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა ხალხმა მისგან საიმედო პასუხი ვერ მიიღო. გაფიცულების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ხვალ გზას გადაკეტავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი