"ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, "ქართული ოცნება" სულ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან, მათ შორის სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველო-გერმანიის მრავალწლიან ურთიერთობას. შედეგად ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ პროექტების მხარდაჭერა 200 მილიონ ევროზე მეტი თანხით. ამავდროულად, ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს - დაწყებული უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დამთავრებული კონკრეტულ სანქციებამდე".
წერია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაში.