საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.
როგორც "მთავარ არხს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.